ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 13:35


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 20 » ადამიამ "ბეშიქთაშსა" და "ოლიმპიაკოსს" "ვისლა" ამჯობინა
14:29
ადამიამ "ბეშიქთაშსა" და "ოლიმპიაკოსს" "ვისლა" ამჯობინა
http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/adamia2_medium.jpg

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში გიორგი ადამიას "ყარაბახმა" ჩრდილოირლანდიური "პორტდაუნი" სტუმრად 2:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გასვლა ფაქტობრივად გაინაღდა. წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე, ადამიას გუნდს, ლიტვურ "შაულიაუსა" და პოლონურ "ვისლას" შორის გამარჯვებული ერგება მეტოქედ. პოლონელებმა ლიტვაში 2:0 მოიგეს და ამ წყვილიდან "ვისლას" გასვლა თითქმის გადაწყვეტილია. აზერბაიჯანული პრესა წილისყრის შედეგებსა და პოტენციურ მეტოქეზე ქართველი ფორვარდის აზრით დაინტერესდა.
"რამდენადაც ვიცი, იყო შანსი ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქული "ბეშიქთაში" ან ბერძნული "ოლიმპიაკოსი" ყოფილიყო ჩვენი მეტოქე. ამის გათვალისწინებით, "შაულიაუსა" და "ვისლას" შორის გამარჯვებულთან მეტოქეობა, ჩინებული ვარიანტია. ასე რომ, წილისყრის შედეგით უკმაყოფილო არ უნდა ვიყო. თუმცა ისიც ცხადია, რომ "ვისლასთან" ორი რთული მატჩი გველის. პოლონელებმა ლიტვაში ორივე გოლი მატჩის ბოლო წუთებზე გაიტანეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ვისლას" ფეხბურთელები ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულნი და სასურველი შედეგისთვის ბოლომდე იბრძვიან. "ვისლასთან" წარმატებით თამაში შეგვიძლია და ურიგო შანსიც არ უნდა გვქონდეს. ჩემი აზრით, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვითამაშოთ, ჩვენი კარის უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ და ყველანაირად შევეცადოთ, რომ სწრაფი გოლით დავწინაურდეთ. თუმცა "ვისლამდე" "პორტდაუნთან" საპასუხო მატჩი გველის და ჯერ ამ თამაშზე უნდა ვიფიქროთ", - აღნიშნა "ყარაბახის" თავდამსხმელმა გიორგი ადამიამ.



"ლელო"

ნანახია: 871 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!