ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 18.04.2024, 19:14


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » მასალის არქივი


რუსეთის ჩემპიონატის 3-ე ტურში ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგამ" მოსკოვის დინამო 3:0 დაამარცხა, პრემიერლიგის დებიუტანტთა მეორე გოლი კი ქართველმა ნახევარმცველმა გოჩა ხოჯავამ გაიტანა.

 

ვოლგისპირველებმა მეტოქე ფრედ დასრულებული პირველი ნახევრის შემდეგ, მეორე ტაიმში გატეხეს. ხოჯავამ თავის მიერვე მოპოვებული თერთმეტმეტრიანი გოლად გარდასახა.


ხოჯავამ პირველ საგოლე ეპიზოდშიც მიიღო მონაწილეობა როდესაც სამ "დინამოელს" თავბრუ დაახვია და პლეშანს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

"ვოლგას ქართველ ლეგიონერთაგან მატჩი სრულად ითამაშეს გრიგალავამ, სალუქვაძემ, ხოჯავა ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 792 | დაამატა: Administrator | თარიღი: 03.04.2011 | კომენტარები (0)



"ბურთითაა ვიტალი დარასელია, მოატყუა ერთი, მოატყუა მეორე, დარტყმა... გოლ! გოლ!” - კოტე მახარაძის 1981 წლის 13 მაისის მზიანი ღამის ეს ფრაზა ჩვენი გულშემატკივრის გულს დღემდე მალამოსავით ეცხება. მაგრამ დღევანდელი ტენდენციები თუ გაგრძელდება, ერთის მომტყუებელიც აღარ გვეყოლება და ქართული ფეხბურთისთვის დამახასიათებელი ტექნიკური თამაშიც ამ კადრებთან ერთად დარჩება ისტორიის კუთვნილებად.


ათი გენიოსი და ერთი მუშა
იყო დრო, საქართველოს ნაკრებში ასარჩევად იყვნენ "ათიანები”, შემოქმედებითი ფეხბურთელები - გიორგი ანჩაბაძისნაირი ნიჭიერი კაციც კი ვერ ეღირსა ეროვნულ ნაკრებში თამაშს, გიორგი დარასელიაც ვერ გამოვიყენეთ სათანადოდ. ნაკრების საყრდენი გიორგი ნემსაძეც კი შოტლანდიაში პლეიმეიკერად გაამწესეს და ამ პოზიციაზე პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევდნენ. ამ დროს ჩვენს ნაკრებში მუშა ფეხბურთელების ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 886 | დაამატა: Administrator | თარიღი: 02.04.2011 | კომენტარები (0)



  შენ ქართველი ხარ - შენ ხარ მებრძოლი!შენ ქართველი ხარ - შენს მტერს ებრძოდი,შენ ქართველი ხარ - შენ ხარ ერთგული,ქართულად გიძგერს მუდამ ეგ გული.შენ ქართველი ხარ - შენ ხარ ძლიერი,ქართველი ხარ და გაქვს მგლის იერი,ქართული გული არასდროს ბერდება,მასზე ვერასდროს ითქმება ხნიერი.შენ ქართველი ხარ - არ იცი ღალატი,ქართველი ხარ და შენ იცი ძმობა,შენ ქართველი ხარ - შენ ხარ ვაჟკაცი,არ გეშინია - იბრძოლებ ას კაცში.შენ ქართველი ხარ - შენ იცი ვაზი,შენ ქართველი ხარ - შენ იცი ღვინო,შენ ქართველი ხარ - შენ იცი თრობა,არ გავიწყდება ქალისთვის ტრფობა.შენ ქართველი ხარ - შენ იცი ქალი,შენ ვაჟკაცი ხარ და არ ხარ მხდალი,შენ ქართველი ხარ - მუხლს უდრეკ ქალებს,ქართველი მუდამ პატივს სცემს მანდილს.შენ ქართველი ხარ - შენ იცი ერი,ქართველობისთვის გაფასებს მტერი,ქართველი რომ ხარ - შენ იცი ხმალი,ბევრჯერ ყოფილხარ ბრძოლისგან მთვრა ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 812 | დაამატა: Administrator | თარიღი: 01.04.2011 | კომენტარები (0)



მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებისა და მთლიანად დელეგაციის წევრები ძალიან ნირწამხდრები ჩანდნენ, ზოგიერთის თვალებზე ცრემლიც შევნიშნეთ. რა უნდა ვთქვათ - მარცხი მთელი ქვეყნისთვის მწარე გამოდგა, მაგრამ მაინც კარგია, რომ თელავივურ შედეგს ასეთი რეაქცია მოჰყვა. გუნდშიც და ქომაგებშიც ხორვატიასთან გამარჯვებამ სხვა იმედები გააჩინა და უთუოდ ნიშანდობლივად უნდა მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ მარცხს ძველებურად კანონზომიერად აღარ მივიჩნევთ.

დანა პირს არ უხსნიდა ზვიად სიჭინავას. ენაწყლიანობით გამორჩეულ სფფ-ის პრეზიდენტს მატჩის შესახებ კომენტარი რომ ვთხოვეთ, გვიპასუხა, სათქმელი არაფერი მაქვსო და გასაუბრებას მეორე დღისთვის შეგვპირდა. მის ხასიათზე მოყვანას გენერალური მდივანი რევაზ არველაძე და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე გია ნაცვლიშვილი ამაოდ ცდილობდნენ.

მარცხის მიუხედავად, "ბლუმფი ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 851 | დაამატა: Administrator | თარიღი: 01.04.2011 | კომენტარები (0)



ისრაელთან წაგებული მატჩის მერე პირველი რა გრძნობაც დაეუფლებოდა ქართველ გულშემატკივარს, რაღა თქმა უნდა, იმედგაცრუება იქნებოდა! გასაგებია, რომ ყველა შეხვედრა ჩვენთვის სასურველი ანგარიშით არ დამთავრდება, ის, მართლაც შთამბეჭდავი ათმატჩიანი წაუგებელი სერიაც, როცა იქნებოდა, სადმე უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, იმედგაცრუების განცდა დღემდე არ გვტოვებს და, ალბათ, კვლავაც დიდხანს გაგრძელდება...

ფეხბურთში, ისე როგორც, საერთოდ, ბუნებაში ყველაფერი მეტ-ნაკლებად შედარებითია და ქართველი გულშემატკივრის გულისტკივილიც, აქედან გამომდინარე, ადვილად ასახსნელ-გასაგები უნდა იყოს: ჩვენი შესარჩევი ჯგუფის უპირობო ფავორიტისა და მსოფლიოს რეიტინგში მერვე ადგილზე მყოფი ხორვატიის დამარცხების შემდეგ ისრაელის მართლაც არაფრით გამორჩეულ ნაკრებთან წაგება როგორ შეიძლება არ გვწყენოდა.

ჰო, ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 736 | დაამატა: Administrator | თარიღი: 31.03.2011 | კომენტარები (0)



მას შემდეგ, რაც ევრო-2012-ის შესარჩევ ციკლში, ხორვატია-საქართველოს მატჩში ჯანო ანანიძის თამაში ტრავმის გამო გამოირიცხა, ჩვენებური ნაკრებს ისრაელში აღარ გაჰყოლია და მოსკოვში დაბრუნდა.

მოსკოვის "სპარტაკის" 18 წლის ქართველი დღეს მოსკოვურ გუნდთან ერთად ვარჯიშზე გამოჩნდა, თუმცა როგორც კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება, კოჭმტკივანი ჯანო ინდივიდუალური პროგრამით გაისარჯა და მხოლოდ მსუბუქი სირბილით შემოიფარგლა.

შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 818 | დაამატა: Administrator | თარიღი: 31.03.2011 | კომენტარები (0)



- ხორვატიის ნაკრების დამარცხების შემდეგ ბიჭებმა ძალების აღდგენა ვეღარ მოასწრეს და სწორედ ამის ბრალი იყო, დღეს ფიზიკურად კარგად რომ ვერ გამოიყურებოდნენ. მარცხის მიუხედავად, ჩემს ფეხბურთელებს თავდადებისთვის მადლობას ვეტყვი.

ეს მატჩშიც დაცვიდან დავიწყეთ და სანამ იმ საბედისწერო შეცდომას დავუშვებდით, ჩვენი გეგმა კარგად მუშაობდა. შემდეგ მთელი ძალებით შეტევაში გადავედით და მეორე ტაიმში საკმაოდ ხარისხიანად ვითამაშეთ, მაგრამ მიზანს ვერ მივაღწიეთ. მარცხის მიუხედავად, ჯგუფიდან გასვლის შანსებს ვინარჩუნებთ და მის გამოყენებას ბოლომდე ვეცდებით.

- რამდენად დიდია ამ შედეგში ფერნანდესის წვლილი?
- უდიდესია. იგი ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო და სამწვრთნელო ნიჭიც აშკარად აქვს.

- ისრაელის ნაკრების თამაშში თქვენთვის მოულოდნელი რამ ხომ არ შეგინიშნავთ?
- სიურპრიზი არ ყოფილა, ვიცოდი, რომ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 789 | დაამატა: Administrator | თარიღი: 31.03.2011 | კომენტარები (0)



დასასრული ყველა სერიას აქვს და რა გასაკვირია, რომ შინ ძლიერად მოთამაშე ისრაელმა საქართველოს ნაკრების ხანგრძლივ დაუმარცხებელ პერიოდს წერტილი დაუსვა. მატჩის შედეგს სენსაციური ნამდვილად არ ეთქმის, მაგრამ ხორვატიის დამარცხებამ ქართველ ქომაგს მადა გაუძლიერა და სავსებით ლოგიკურად გვქონდა თელ ავივიდან თუნდაც ქულით დაბრუნების იმედი.

სამწუხაროდ, ჩვენს იმედებს ცივი წყალი გადაესხა. ჩვენმა ნაკრებმა მიმდინარე შესარჩევი ციკლის ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა და გამარჯვება ებრაელებს დარჩათ - უნდა ვაღიაროთ, რომ აბსოლუტურად დამსახურებულად. კარგად ვიცოდით, რომ ისრაელის ნაკრები შინ და გარეთ ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავებული გუნდია, მაგრამ გუშინ მან განსაკუთრებით შთამბეჭდავად ითამაშა - სწრაფი, კომბინაციური და ტექნიკური სტილით ჩვენს ბიჭებს თავგზა აუბნია და აქამდე საიმედო დაცვით გამორჩეულ საქართვ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 1027 | დაამატა: Administrator | თარიღი: 30.03.2011 | კომენტარები (0)



- ეს ჩემს კარიერაში უბედნიერესი დღე იყო. ასეთ გამარჯვებაზე ყველა ჩვენგანი ოცნებობდა. ფეხბურთელის კარიერა არაფრად ღირს, მაყურებელი თუ არ გაახარა. ასეთი ბედნიერი ქართველი გულშემატკივარი კი მე არ მახსენდება. ახლა გამიჩნდა იმედი, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია და შემდეგ შეხვედრებსაც ასეთ სავსე სტადიონზე ჩავატარებთ.

- ძალიან ცუდი კალენდარი გვაქვს, ისრაელთან შეხვედრამდე ძალების აღდგენაც ძნელი იქნება.
- კალენდარი მართლაც არახელსაყრელია, მაგრამ სხვა რა გზაა, ისევე ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, როგორც ხორვატიასთან.

- რას არ ნახავ კაცი: ორი წლის წინ თამაშებს ვერ ვიგებდით, ახლა კი საქართველო ჯგუფის ლიდერია.
- ეს თემურ ქეცბაიას, ჩვენი ბიჭებისა და იმ ხალხის დამსახურებაა, რომლებიც გვამხნევებდნენ. ვერ წარმოიდგენთ, სავსე ეროვნულ სტადიონზე თამაში რამხელა სიამო ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 811 | დაამატა: Administrator | თარიღი: 29.03.2011 | კომენტარები (0)

http://sportall.ambebi.ge/pictures/image5/26e6b06a2fd5e2c12b5eb30894ec2fef.jpg

ოთარ მარცვალაძის მოედანზე შესვლის შემდეგ საქართველოს ნაკრების თამაში აშკარად გამოცოცხლდა. ალბათ, სლავენ ბილიჩისთვის თემურ ქეცბაიას ეს ცვლილება მოულოდნელი იყო, რადგან მარცვალაძეს ჩვენი მეტოქეები თითქმის არ იცნობენ. სავიზო პრობლემების გამო ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ფეხბურთელი ხომ ნაკრებს კარგა ხანი ვერ ეხმარებოდა.

თითქოს მასზეა ნათქვამი, ობლის კვერი გვიან გამოცხვაო - დიდი წვალებისა და ცხოვრებისეული სირთულეების გადატანის შემდეგ ოთარი რუსეთშიც დააფასეს და, როგორც იქნა, ნაკრებშიც თავისი სიტყვა თქვა - სწრაფმა და აგრესიულმა თავდამსხმელმა ხორვატების თითქოსდა შეუვალ დაცვაში ბზარი გააჩინა, გოლი კი სწორედ მისი ინდივიდუალური გარღვევის შედეგად გავიდა: სტუმართა კაპიტანი დარიო სრნა საჯარიმოშო ეფექტურად მოატყუა და ლევან კობიაშვილს საგოლედ გადააწოდა ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 851 | დაამატა: Administrator | თარიღი: 29.03.2011 | კომენტარები (0)

« 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 136 137 »
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!