ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 19.04.2024, 21:24


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » მასალის არქივი


ფიფა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ფიფა/"კოკა-კოლა"-ს რეიტინგები გამოქვეყნდა, სადაც საქართველო 56-ე პოზიციას იკავებს.

საქართველოს ნაკრებს, ამ ეტაპზე 536 ქულა აქვს და ქულათა თანაბარი რაოდენობით, ეკვადორის ნაკრებთან ერთად, რეიტინგში 56-ე ადგილს იკავებს. 11 მარტის შემდეგ, "ჯვაროსნების" პოზიცია 16 საფეხურით გაუმჯობესდა და რომ არა ისრაელის ნაკრებთან დასანანი მარცხი, უკეთესი პოზიციაც გვექნებოდა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენმა უშუალო მეტოქემ, ხორვატიის ნაკრებმა, 11 მარტის შემდეგ, ორი საფეხურით უკან დაიწია. მე-12 პოზიციაზეა საბერძნეთის ნაკრები, რომელიც, ასევე, ორი საფეხურით დაქვეითდა. 33-ეა ისრაელი, რომელმაც მთელი 25 საფეხურით გაიუმჯობესა პოზიცია. ლატვიელები 76-ე პოზიციაზე არიან, ხოლო მალტა - 163-ე.

შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 859 | დაამატა: Administrator | თარიღი: 14.04.2011 | კომენტარები (0)



ბრიტანულმა "Sunday sun"-მა საქართველოს ნაკრების თავკაცს, თემურ ქეცბაიას სტატია მიუძღვნა. მისი ავტორი - ჟურნალისტი მარკ დუგლასი შეეცადა, ქეცბაიას ხელში საქართველოს ნაკრების სასწაულებრივი პროგრესის საიდუმლო ამოეხსნა და მგონი გამოუვიდა კიდეც. საამისოდ მან თავად ქეცბაიას ციტატები მოიშველია.

ქართველ გულშემატკივრებს ამ საინტერესო სტატიას მცირე შემოკლებით გთავაზობთ:

ინგლისელ გულშემატკივრებს ახსოვთ - თემურ ქეცბაიამ "სენტ ჯეიმს პარკზე" სამი დასამახსოვრებელი სეზონი გაატარა. "ნიუკასლის" ყოფილი ნახევარმცველი ამჟამად შთამბეჭდავ სამწვრთნელო კარიერას იქმნის და თუ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევრო-2012-ის ფინალურ ეტაპზეც გაიყვანს, ნამდვილ სასწაულს მოახდენს.

არადა, შარშან ქეცბაიამ მსოფლიოს რეიტინგში 122-ე ადგილზე მყოფი ნაკრები ჩაიბარა, რომელიც ბოსტვანას და პანამას ჩამორჩებოდა. ეროვ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 847 | დაამატა: Administrator | თარიღი: 14.04.2011 | კომენტარები (0)


გასული კვირის ბოლო სამუშაო დღეს, ქვეყნის პრეზიდენტი – მიხეილ სააკაშვილი სფფ–ს პრეზიდენტს – ზვიად სიჭინავასა და სპორტის მინისტრს – ლადო ვარძელაშვილს შეხვდა.

შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შედგა და ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების პერსპექტივებს შეეხო. ... კითხვის გაგრძელება »

შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 725 | დაამატა: Administrator | თარიღი: 13.04.2011 | კომენტარები (0)



"ჩვენ ვზრუნავთ ქართულ ფეხბურთზე" - ეს ბანერი ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე "ზესტაფონი"-"დინამოს" მატჩის წინ გამოჩნდა.

ეს რომ ცარიელი სიტყვები არ არის, ამაზე მხოლოდ ადგილობრივი გუნდის წარმატებები კი არა, საფეხბურთო ინფრასტრუქტურაც მოწმობს. ამ ქალაქს უკვე დიდი ხანია, კეთილმოწყობილი სტადიონი აქვს, საწვრთნელი ბაზის მშენებლობა კი წელიწადზე ოდნავ მეტია რაც დაიწყო და იქ ნანახი უკვე აღძრავს დადებით ინტერესს.

ალბათ გახსოვთ, ახლო წარსულში კლუბის ხელმძღვანელობა ქალაქის გარეუბანში ბაზის ასაშენებლად მიწის გადაცემას ითხოვდა. იურიდიულმა ფორმალობებმა საკმაოდ დიდი დრო წაიღო, თუმცა საბედნიეროდ, საკითხი დადებითად გადაწყდა და მშენებლობაც დაიწყო.

ბაზისთვის საბოლოო სახის მიცემამდე ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და გუნდი იქ უკვე ვარჯიშობს. ზესტაფონის ბაზა დღ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 879 | დაამატა: Administrator | თარიღი: 12.04.2011 | კომენტარები (0)



რუსული პრემიერლიგის მე-4 ტურის ორშაბათის მატჩში "ანჟი" "ტომს" ესტუმრა და 0:0 დაუზავდა. ამ თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების გოლკიპერი ნუკრი რევიშვილი გახლდათ, რომელმაც კარი "მშრალად" შეინახა. სხვათა შორის, ნუკრის გარჯა "ჩემპიონატმაც" სათანადოდ დააფასა, მას 6,5 ბალი დაუწერა, რომელიც საუკეთესო იყო ორივე გუნდში.

აღსანიშნავია, რომ რევიშვილმა ჩემპიონატის ოთხივე მატჩი ითამაშა შეუცვლელად და მხოლოდ 2 გოლი გაუშვა. აი, ირაკლი კლიმიაშვილის დებიუტს "ანჟიში" ჯერაც ველით, ის არც "ანჟის" დუბლებში ჩანს, სადაც რეგულარულად თამაშობს გიორგი ილურიძე.

გუშინდელ ლეგიონის მიმოხილვაში შედარებით დაბალი კოეფიციენტის ჩემპიონატებში მოთამაშე ჩვენებურები ვერ მოხვდნენ, ჩვენ მხოლოდ იმათი სია შემოგთავაზეთ, ვინც ამ ტურში გოლით გამოიჩინეს თავი. უეფას კოეფიციენტთა პრინციპს არც ახლა დავარღვევთ და დარჩენი ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 810 | დაამატა: Administrator | თარიღი: 12.04.2011 | კომენტარები (0)



ორშაბათს, 11 აპრილს თავის მეთვრამეტე დაბადების დღეს, გიორგი ჭანტურიამ ჰოლანდიურ "ვიტესთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მოლოდინის ხანგრძლივი პერიოდი დასასრულს მიაუხლოვდა. კონტრაქტი ძალაში 2011 წლის 1 ივლისიდან შევა და ქართველი ფეხბურთელი ჰოლანდიურ კლუბში 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

გიორგი საქართველოში "საბურთალოში" თამაშობდა. ბოლო ორი სეზონის მანძილზე კი ის "ბარსელონაში" ირიცხებოდა.

"ვიტესის" ტექნიკური დირექტორი ტედ ვან ლიუვენი: "გიო ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. ის 18 წლის გახდა და კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. ჩვენ ამ მოვლენას დიდი ხანი ველოდით. ცნობილია, რომ გიო ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია. ის დიდი ტალანტია."


შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 722 | დაამატა: Administrator | თარიღი: 11.04.2011 | კომენტარები (0)



საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპირველაპრილო გამოსვლაში, ოღონდ სერიოზულად, ფეხბურთის განვითარებაზე ილაპარაკა და სასწრაფოდ გასაკეთებელ საქმეთა შორის დაასახელა მოედნების საფრისა და სტადიონების ინფრასტრუქტურის განახლება, "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ეროვნული ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირება და სკოლა-ინტერნატების სისტემის აღდგენა. შემდეგ ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაარსდება "ჯვაროსნული აკადემიები", რომელსაც თემურ ქეცბაია და მისი სამწვრთნელი შტაბი უხელმძღვანელებდნენ.

თუმცა დაკონკრეტებული არ იყო, სად რა და როგორ გაკეთდება. ამის თაობაზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას ველაპარაკეთ.

- მიხეილ სააკაშვილთან თქვენი შეხვედრის შემდეგ არ განგიმარტავთ, სად და რა პროექტების განხორციელებას აპირებთ.
- პრეზიდენტმა თქვა, რომ 2012 წლებში უნ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 858 | დაამატა: Administrator | თარიღი: 09.04.2011 | კომენტარები (0)



მალხაზ ასათიანი მოსკოვში სავიზო პრობლემებს აგვარებს. მას "სპორტ-ექსპრესმა" ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც მან განაცხადა, რომ ახალ გუნდში ჩარიცხვას ზაფხულში იმედოვნებს. ახლა სატრანსფერო ფანჯარა ყველგან დახურულია (თუ არ ჩავთვლით ფინეთს), კლუბები დაკომპლექტებულია და მოუმზადებელი ფეხბურთელის დამატებას ამიტომაც ერიდებიან.

მალხაზმა დაადასტურა "ლელოში" გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მის მიმართ ინტერესს მახაჩყალის "ანჟი" იჩენდა, თუმცა იქვე განაცხადა, ამ წინადადებაზე უარი ვთქვიო.

საქართველოს ნაკრების 29 წლის ცენტრალური მცველი თავისუფალი აგენტია, რაც, წესით, კლუბის მოძებნას უნდა უადვილებდეს, კლუბებსა და მენეჯერებს კი - ინტერესს უზრდიდეს.

მალხაზ ასათიანი ამბობს, ევროპული კლუბებიდან წინადადებები მქონდა, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან რუსეთის პრემიერლიგას მივეჩვიე და დარ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 865 | დაამატა: Administrator | თარიღი: 09.04.2011 | კომენტარები (0)



საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განაგრძობს მწვრთნელთა მომზადებას და სასწავლო პროცესმა დედაქალაქიდან რეგიონებშიც გადაინაცვლა. იმერეთის, კახეთისა და აჭარის მთავარ ქალაქებში B ლიცენზიის კურსები ტარდება და წარმატებული მსმენელები ლიცენზიებს მალე მიიღებენ.

"გავითვალისწინეთ რეგიონებში მცხოვრებ მწვრთნელთა თხოვნა და გადავწყვიტეთ, კურსები მათთვის უფრო მოსახერხებელ ადგილებში ჩაგვეტარებინა. ქუთაისში, თელავსა და ბათუმში. მწვრთნელთა მომზადების დონეს გამოცდები დაგვანახებს, ინტერესი კი მართლაც დიდია. სულ ამ სამი რეგიონიდან კურსებზე დაახლოებით 70 სპეციალისტი დადის", - გვითხრა სფფ-ის ტექნიკურმა დირექტორმა და მწვრთნელთა განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა გაიოზ დარსაძემ. ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად მწვრთნელებს ფიზმომზადების ფრანგი სპეციალისტი ჟაკ დევიმიც ამზადებს. ალბათ გახსოვთ, რომ დარსაძის მთ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 831 | დაამატა: Administrator | თარიღი: 09.04.2011 | კომენტარები (0)



2009 წელს ზვიად სიჭინავა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. პირველ ყრილობას "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია არ დაესწრო, კომედიაში მონაწილეობას არ მივიღებო.

2010 წლის 22 იანვარს ზვიად სიჭინავა ფედერაციის პრეზიდენტად ოთხწლიანი ვადით აირჩიეს. კოკაია არც ამ ყრილობას დაესწრო - მიზეზად უცხოეთში ყოფნა დაასახელეს. ხორვატი ფეხბურთელის, ივან გრუიცას გამო ფედერაციასა და "ზესტაფონს" შორის დაპირისპირება მოხდა.

მოკლედ, სიჭინავასა და კოკაიას შორის სულ რაღაც ხდებოდა, მაგრამ ორშაბათს დავით მინაშვილის გადაცემა "არენაში" დაპირისპირებამ, რომ იტყვიან, ზედაპირზე ამოხეთქა, შემდგომ კი ეს თემა "მსოფლიო სპორტის" გვერდებზე კოკაიამ კიდევ უფრო განავრცო.

ფეხბურთის ფედერაციის თავკაცმა გუშინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მედია სწორედ მის ბრალდებეზე საპასუხოდ შეკრიბა.

ზვიად სიჭინავა:"კოკაიას ინტერვიუში მრავა ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 1027 | დაამატა: Administrator | თარიღი: 08.04.2011 | კომენტარები (0)

« 1 2 3 4 5 6 ... 136 137 »
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!