ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 18.04.2024, 22:10


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » აპრილი » 26 » `ზესტაფონის` ბაზის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება
22:21
`ზესტაფონის` ბაზის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება


მოგეხსენებათ, ქალაქ ზესტაფონში  საფეხბურთო კლუბ "ზესაფონის"  ბაზის მშენებლობა მიმიდნარეობს. გულშემატკივარს მუდამ აინტერესებს, რა პროცესშია იქ მიმდინარე სამუშაოები, რისი გაკეთება იგეგმება, როდის დასრულდება მშენებლობა და როგორი სახე ექნება ბაზას. 

Goli.ge ბაზის მშენებლობის პროცესებს უშუალოდ გაეცნო და შეეცდება, მკითხველსაც ანახოს ის, რაც ამჟამად ზესტაფონში კეთდება.

ბაზის მშენებლობა უკვე დაწყებულია. დაგეგმილია, საცხოვრებელი კომპლექსის აშენება საკვები, საძინებელი და მოსასვენებელი ბლოკებით. გაკეთდება სარეაბილიტაციო და სავარჯიშო დარბაზებიც. ბაზაზე ბავშვებისთვის სპორტული ინტერნატის მსგავი დაწსებულებაც იმუშავებს.

 პრიორიტეტული მოედნების დაგებაა, რომ გუნდმა სრულფასოვნად მოახერხოს ვარჯიში. დაიგება ხუთი მინდორი, ოთხი ნატურალური და ერთიც – ხელოვნური საფარით. სავარჯიშო მოედნებზეც იგივე საფარი იქნება დაგებული, რომელიც ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზეა. 

მოედნის საფარის დაგებას თურქული კომპანია აწარმოებს. ბაზა უზრუნველყოფილი იქნება ღამის განათებითაც, რათა დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეძლოს გუნდმა ვარჯიში. სავარჯიშო მოედნებს მცირე ზომის ტრიბუნაც გაუკეთდება. დაახლოებით, 400–500 კაცის ტევადობით, საიდანაც  გუნდის ვარჯიშზე მისულ ქომაგებს შეეძლებათ ვარჯიშისთვის თვალყურის დევნება.

 

ბაზის მშენებლობაზე ადგილობრივი მუშახელია დასაქმებული. ზაფხულის ბოლოს "ზესტაფონს" უკვე ორი სავარჯიშო მოედანი ექნება, წლის ბოლოს კი, ბაზა სრულ სახეს მიიღებს.

 

დაგეგმილია ასევე, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის განახლებაც. დაიდგმება დამატებითი ტრიბუნები და გადაიხურება. ეს ყველაფერი შემოდგომის ბოლოდან დაიწყება.

 




დიმა ნებიერიძე, ზესტაფონიდან

goli.ge

 

ნანახია: 829 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!