ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 19.04.2024, 19:13


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 18 » 2 მილიონზე მეტი და ბასა იანვარში მზად იქნება
10:24
2 მილიონზე მეტი და ბასა იანვარში მზად იქნება


უეფას ვიცე-პრეზიდენტსა და აღმასრულებელი კომიტეტის წევრ ჯოზეფ მიფსუდსა და ეროვნული ასოციაციების დეპარტამენტის თავმჯდომარე ტიერი ფავრის გუშინ საქართველოში ვიზიტის მეორე დღე ჰქონდათ. უეფას ჩინოსნები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასთან, გენერალურ მდივან რევაზ არველაძესთან და ტექნიკურ დირექტორ ნიკა ჩხეიძესთან ერთად ტექნიკურ ცენტრ "ბასას" ეწვივნენ.

მოდი, ჯერ ის ვთქვათ, თუ რა გაკეთდა "ბასაზე" და დანარჩენზე შემდეგ. ბუნებრივსაფარიანი სტანდარტული მოედნის გვერდით, იგივე სტანდარტის ხელოვნურსაფრიანი მოეწყო. "ბასას" შენობას კიდევ ერთი კორპუსი დაემატა, რის წყალობითაც ტენიკურ ცენტრს ერთბაშად ორი გუნდის მიღება შეეძლება და ეს ბაზა ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებზეა გათვლილი. ამ ორივე შენობაში რემონტი მიმდინარეობს. ტექნიკური ცენტრი საბოლოოდ კომპლექსი იქნება - საცხოვრებელი ნომრები, კვების ბლოკი, ტრენაჟორების დარბაზი, მასაჟის კაბინეტი, სამედიცინო ცენტრი, აუზი... უახოესი მოდიფიკაციის სამედიცინო აპარატურა და ტრენაჟორები მაღალი დონის იქნება. ერთი სიტყვით, ფეხბურთელებს ბაზიდან გარეთ გასვლა აღარ დასჭირდებათ.

ჩვენი ფედერაციის ხელმძღვანელებმა უეფას ჩინოსნებს "ბასას" კომპლექსი სრულად დაათვალიერებინეს. სტუმრები ტექნიკური ცენტრის გეგმის გაცნობის შემდეგ კმაყოფილები დარჩნენ. ტიერი ფავრიმ აღნიშნა, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ საქართველოს ექნება მაღალი დონის ტექნიკური ცენტრი, რომელიც ქართული ფეხბურთის განვითარებას წაადგება. ფავრის ამ მცირე კომენტარს არ დავჯერდით და ჯოზეფ მიფსუდს ორიოდე კითხვით მივმართეთ.

- მეორე დღეა, თბილისში ვართ და სტადიონის გარდა ტექნიკური ცენტრიც ვნახეთ. ყველაფერი დავათვალიერეთ და თქვენი ფეხბურთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილ პროექტსაც გავეცანით, რომელიც სტადიონისა და ტექნიკური ცენტრის სრულ რეკონსტრუქციასა და აღჭურვას ითვალისწინებს. ჩვენ ამ პროექტს შევისწავლით და უეფაში წარდგენის შემდეგაც შევეცდებით, ჩვენმა ორგანიზაციამ მის რეალიზებაში საკუთარი და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. საქართველოში მაშინაც გახლდით, როცა ბატონი სიჭინავა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს. მაშინ მას არ ვიცნობდი. ჩვენი ერთწლიანი საქმიანი ურთიერთობით დავრწმუნდი, რომ მან ამ ერთწლიან პერიოდში ბევრი გააკეთა და ახლა დაწყებული პროექტების დასრულებაზე მუშაობს.

- მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ხომ ვერ გვეტყვით, ამ საქმეში უეფა რა წილობრივ მონაწილეობას მიიღებს?
- ჩვენ გავეცანით პროექტს და ზოგადად უკვე მოხაზული გვაქვს, თუ რა და როგორ არის გასაკეთებელი. ამ საკითხზე უფრო კონკრეტულად უეფაში ვიმსჯელებთ. ვფიქრობ, უეფა ამ პროექტში მინუმუმ 35 პროცენტით მიიღებს მონაწილეობას. თუმცა შესაძლოა, უეფას წილი 50 პროცენტამდეც კი გაიზარდოს. ზუსტი რიცხვის დასახელება უეფაში კონსულტაციების შემდეგ შეგვეძლება.


უეფას ვიცე-პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ ჩვენი ფედერაციის თავკაცს ზვიად სიჭინავას ვესაუბრეთ.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის პროექტზე უკვე ვიმსჯელეთ. შევთანხმდით, რომ იანვრის შუა რიცხვებში თბილისში უეფადან ჩამოვა არქიტექტორი. სწორედ მასთან ერთად დავგეგმავთ, რა და როგორ უნდა გაკეთდეს, ხარჯთაღრიცხვასაც შევადგენთ. აშკარაა, რომ უეფას სურს, საქართველოში ერთი არენა მაინც იყოს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის მაღალი რანგის მატჩების მასპინძლობა შეეძლება. სამწუხაროდ, დღეისთვის არც ერთი სტადიონი არ გვაქვს, რომელიც უსაფრთხოების საერთაშორისო მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენს ქვეყანაში ერთი ასეთი დონის სტადიონი მაინც იყოს.

- უეფას ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მისი ორგანიზაცია მინიმუმ 35 პროცენტით მიიღებს სტადიონის რეკონსტრუქციაში მონაწილეობას.
- ჩამოვა უეფას არქიტექტორი, ყველაფერს ადგილზე ნახავს, ვნახავთ, თუ რისი გაკეთება იქნება საჭირო უსაფრთხოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ყველაფერს დავიანგარიშებთ და პროცენტულად მერე გადაწყდება, თუ რამდენი იქნება უეფას წილი პროცენტულად.

- სტუმრებმა სტადიონის გარდა ტექნიკური ცენტრ "ბასაში" მიმდინარე სამუშაოებიც ნახეს და ბაზის პროექტს სრულად გაეცნენ. ამაზე რა აზრის არიან?
- პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, რომ უეფას ჩინოსნებს ძალიან მოეწონათ ბაზის მდებარეობა და გარემო. აღნიშნეს, რომ მოკლე ხანში ბევრ რამ გაკეთდა.

- "ბასაზე" მიმდინარე სამუშაოებშიც ჩაერთვება უეფა? ამ სამუშაოებს ვინ აწარმოებს და აფინანსებს?
- "ქართულ ჯგუფი" გვეხმარება და სამუშაოებს სრულად აფინანსებს. საშვილიშვილო საქმე კეთდება და "ქართუს" მიმართ მადლობის მეტი რა გვეთქმის.

- დაახლოებით რა თანხა დაიხარჯება "ბასას" კეთილმოსაწყობად?
- მართალი გითხრათ, არ ვიცით, მთლიანად რა თანხა იქნება საჭირო. "ქართუს" ამ პროექტში დახმარება ვთხოვეთ და მადლიერნი ვართ, რომ დაგვთანხმდა. მშენებლობაში მცირედით მაინც ვერკვევი და რასაც ვხედავ, "ქართუსთან" მოლაპარაკებისას შეთანხმებულ თანხაზე მეტი უკვე დაიხარჯა.

- რა თანხაზე შეთანხმდით?
- 2 მილიონ ლარზე, მაგრამ, როგორც გითხარით, აშკარაა, რომ უკვე ამ თანხაზე მეტია დახარჯული.

ჩვენი საუბრის შემდეგ სტუმარ-მასპინძელმა "ბასა" დატოვა და ფედერაციის ოფისს მიაშურა. როგორც ამბობენ, ტექნიკურ ცენტრში სამუშაოები იანვარში დასრულდება. ამის შემდეგ კი ეს კომპლექსი სრულად აღიჭურვება. ასე რომ, ეროვნული ნაკრები შესარჩევი ციკლის მარტის მატჩებისთვის (შინ ხორვატიასთან და სტუმრად ისრაელთან) უკვე ამ ბაზაზე მოემზადება. და კიდევ ერთი: "ბასას" ბუნებრივსაფრიანი მოედნის გაზონი, ახლით შეიცვლება, ის კი, რაც ახლაა, კარგ მდგომარეობაშია და ხაშურის ან გორის სტადიონზე დაიგება.



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


ნანახია: 903 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!