ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ორშაბათი, 20.11.2017, 10:39


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » მარტი » 25 » 17– წლამდელები ფრანგებთან დამარცხდნენ
23:33
17– წლამდელები ფრანგებთან დამარცხდნენ


საფრანგეთში, ქალაქ ნანტში დაიწყო 17 წლამდელთა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. დღეს, პირველი შეხვედრები გაიმართა. თუმცა, ჩვენი ყურადღების ცენტრში მე–6 ჯგუფია, სადაც საქართველოს 17– წლამდელთა ნაკრები გუნდი ასპარეზობს საფრანგეთის, ნორვეგიისა და ბელორუსის ნაკრებ გუნდებთან ერთად.

25 მარტის დღის ბოლო შეხვედრა, საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებ გუნდებს შორის, „ლა ბუჟუას" სტადიონზე გაიმართა.

მატჩის პირველი წუთები თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. უკვე მე–12 წუთზე, სანდრო ჭიღვარიას საგოლე მომენტი შეექმნა, თუმცა, სიტუაცია ფრანგთა გოლკიპერმა განმუხტა. 22– ე წუთზე კი, თებიძემ მოიგერია იაისიენის დარტყმა.

ანგარიში 31– ე წუთზე ფრანგებმა გახსნეს. საქართველოს ნაკრების კარი ჰალერმა აიღო. პირველი ტაიმი, სწორედ, ამ ანგარიშით დასრულდა.

ჟორჟიკაშვილის გუნდმა მეორე ბურთი 50– ე წუთზე გაუშვა. ამჯერად, ფრანგები იაისიენმა ახეირა. თუმცა, მეორე ტაიმში, ქართველთა მეკარემ რამდენჯერმე იხსნა თავისი გუნდი და მეტოქეს აღარ გაატანინა. საბოლოოდ, ქართველმა ფეხბურთელებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს და ორბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ.

საქართველო (U17) - საფრანგეთი (U17) 0:2 (0:0)

საქართველო: თებიძე, მთივლიშვილი, ცნობილაძე, სანდოხაძე (კაპ), ჭიღვარია, გოგიჩაიშვილი (ფანცულაია 71), ჰუფნაგელი, მარკოზაშვილი, გ.სამუშია, ექვთიმიშვილი (დიასამიძე 51), ტარყაშვილი (ენდელაძე 41)

მთ.მწვრთნელი – კობა ჟორჟიკაშვილი

საფრანგეთი: ბენარდო, იკოკო, მენდი, კალვე, ზუმა, ტამეზე უსტა, ნ’კუსუ, მეიტე, იაისიენი (ბაკაიოკო 80), ჰალერი (ნანგისი 59), ლაბორდე (ლაპორტე 61)

მთ.მწვრთნელი – პატრიკ გონფალონე

მსაჯი: ანასტასიოს სიდიროპულოსი

გოლები: ჰალერი (31), იაისიენი (50)

გაფრთხილება: სანდოხაძე

მე–6 ჯგუფის პირველი მატჩი ნორვეგიისა და ბელორუსის ნაკრებებს შორის კი, ნორვეგიელთა დამაჯერებელი გამარჯვებით – 5:1 დასრულდა. შედეგად, ჯგუფის პირველადგილოსანი ნორვეგიის ნაკრებია, რომელიც ფრანგებს ბურთების უკეთესი სხვაობით სჯობნის.

მეორე შეხვედრას ქართველი 17– წლამდელები 27 მარტს, ბელარუსის ნაკრებთან გამართავენ.

სფფ–ს პრესსამსახური


ნანახია: 251 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!