ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ოთხშაბათი, 20.09.2017, 15:56


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » მარტი » 11 » 17– წლამდე ნაკრები „კუშადასის თასის“ ფინალშია
00:49
17– წლამდე ნაკრები „კუშადასის თასის“ ფინალშია


თითქმის ერთი კვირაა, საქართველოს 17– წლამდე ნაკრები გუნდი თურქეთში იმყოფება და საერთაშორისო ტურნირში – „კუშადასის თასის" გათამაშებაში იღებს მონაწილეობას.

დღეს, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო, გადამწყვეტი მატჩი ითამაშა. ვასილ მაისურაძის გუნდი სტამბოლის ნაკრებს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად – 3:1 გაიმარჯვა. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ბ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე ა ჯგუფის პირველადგილოსანი – დასავლეთ თურქეთის ნაკრები იქნება.

ფინალური შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა და ნიკა ახვლედიანის გოლით, პირველი ტაიმი მათ 1:0 მოიგეს. მეორე ტაიმში, საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორ ბურთამდე გიორგი როსტიაშვილმა გაზარდა. მართალია, ამის შემდეგ მეტოქემ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო, თუმცა, სულ ცოტა ხანში, ჭიაბერ ჭეჭელაშვილის გოლის წყალობით, ქართველი ფეხბურთელები კვლავ ორი ბურთით დაწინაურდნენ, რაც ფინალში მოსახვედრად საკმარისი აღმოჩნდა, რადგან გუნდს აუცილებლად ორი ბურთის სხვაობით უნდა მოეგო, რომ თანაბარქულიანი აღმოსავლეთ თურქეთის ნაკრებისთვის ბურთების სხვაობით ეჯობნა.

გუნდის მთავარი მწვრთნელის თქმით, ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქე პირწმინდად დაჩაგრეს და კიდევ არაერთი ბურთის გატანა შეეძლოთ, როცა ოთხჯერ, მეტოქის კარი ძელმა იხსნა.

ვასილ მაისურაძე: „შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. უბრალოდ, ბიჭები ძალიან გადაიღალნენ, რადგან ამ ტურნირზე, ოთხი დღის ინტერვალში სამი თამაში ითამაშეს, ეს დატვირთული რეჟიმი მათთვის უცხო იყო და დღევანდელ მატჩში დაღლა აშკარად დაეტყოთ. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ თითქმის მაქსიმალურად შეასრულეს ყველა ის დავალება, რაც მივეცით და ბოლომდე თავგანწირვით ითამაშეს, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი.

საკმაოდ მაღალი დონის ტურნირია და უბრძოლველად არავინ არაფერს თმობს. დონეც საკმაოდ მაღალია. ტექნიკური მომზადებითა და საფეხბურთო აზროვნებით არავის ჩამოუვარდებით, მაგრამ მთავარი სამუშაო და გამოსასწორებელი რაც გვაქვს, ესაა ფიზიკური მომზადება. მეტოქეებთან შედარებით, აშკარად გვეტყობა, რომ ამ კომპონენტში მოვიკოჭლებთ.

თუმცა, ფინალში გასვლამ ბიჭები ისე გაახარა, რომ გარწმუნებთ, ყველაფერს გააკეთებენ ჩემპიონობის მოსაპოვებლად და გულშემატკივარს ვპირდებით, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ."

ფინალური შეხვედრა 12 მარტს გაიმართება.

სფფ– ს პრესსამსახური

Bookmark and Share
ნანახია: 249 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!